2010 წლის 8ივნისს 20 სკოლაში ჩატარდა ღია გაკვეთილი ისტორიაში თემაზე "სავაჭრო ურთიერთობა საბერძნეთსა და კოლხეთს შორის. ბერძნული კოლონიზაცია". გაკვეთილის გეგმა იხილეთ აქ: გაკვეთილმა დიდი ინტერესი გამოიწვია მოსწავლეებში. ბავშვებს მოეწონათ გაკვეთილზე გამოყენებული საგანმანათლებლო ელექტრონული თამაში: "მოგზაურობა კოლხეთში". გაკვეთილის ამსახველი ფოტო მასალა იხილეთ აქ:
2009 წლის 24 დეკემბერს ახალ 2010 წელთან დაკავშირებით 8–ა კლასის მოსწავლეებმა გააფორმეს კედლის გაზეთი, რომლის ნახვაც შეგიძლიათ აქ: და ჩავატარეთ ღონისძიება "გილოცავთ შობა–ახალ წელს!". ღონისძიებაზე გვესწრებოდნენ აღნიშნული კლასის მასწავლებლები: მ. ტაბატაძე და ნ. მარგველაშვილი. ღონისძიების ამსახველი ფოტო მასალა იხილეთ აქ:
2009 წლის დეკემბერში 8–ა და 8–გ კლასის მოსწავლეებთან მოვაწყე სასწავლო ხასიათის ექსკურსია რუსთავის მუზეუმში.მოსწავლეები გაეცვნენ და ნახეს არქეოლოგიური მასალები რუსთავის ისტორიის შუქზე. ექსკურსიის ამსახველი სურათები იხილეთ აქ:
2009 წლის დეკემბერში #20 საჯარო სკოლაში ჩატარდა ყაბარდო–ბალყარეთთან დაკავშირებული ღონისძიება, სადაც მასწავლებლების მიერ წარმოდგენილ იქნა კედლის გაზეთები, პრეზენტაციები...ჩემს მიერ წარმოდგენილ იქნა ბუკლეტი, რომელიც მოიცავდა ინფორმაციას აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. ბუკლეტის ნახვა შეგიძლიათ აქ: